არ მრჩება განცდა, რომ სასამართლო დამოუკიდებლად მოქმედებდა და გავლენების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება - ჯანეზაშვილი გვარამიაზე
არ მრჩება განცდა, რომ სასამართლო ამ შემთხვევაში დამოუკიდებლად მოქმედებდა და გავლენების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება - ასე აფასებს იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს.
მისი თქმით, ხელისუფლებისნ პოლიტიკური ინტერესი აშკარაა. ჯანეზაშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, სასამართლომ დაუმტკიცოს საზოგადოებას, რომ ისინი პოლიტიკური ინტერესებით არ მოქმედებენ.
სამწუხაროდ, დღესაც, სასამართლომ ვერ დაამტკიცა და ვერ დაუდასტურა საზოგადოებას, რომ გადაწყვეტილება ტავისუფლად არის მიღებული ყოველგვარი პოლიტყიკური გავლენებისა თუ ჩარევების გარეშე. ეს არის მორიგი ტესტი სასამართლოსთვის, თუმცა სამწუხაროა, რომ ამით საზოგადოება და მედია ზარალდება."- თქვა ჯანეზაშვილმა.