ენმ-ს პერიოდში ამ სიმძიმის დანაშაულისთვის შეიძლება, ციმბირი უკან მოეტოვებინათ - "ოცნების" დეპუტატი
„ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ამ სიმძიმის დანაშაულისთვის შეიძლება, ციმბირი უკან მოეტოვებინათ - "ქართული ოცნება" ნიკა გავარამიას დაკავებაში პოლიტიკურ მდგენელს გამორიცხავს.
მიხეილ სარჯველაძე ირწმუნება, რომ "გვარამია პოლიტიკურად აქტიური პირია, მაგრამ ჩადენილია დანაშაული".
სინამდვილეში "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისთვის იყო დამახასიათებელი, რომ ხშირად ჩადიოდნენ დანაშაულებს და მე არ მგონია, რომ ეს მოწმენდილ ცაზე მეხს წარმოადგენდეს, რომ პირები, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" არიან დაკავშირებულნი, დანაშაულებს ჩადიოდნენ,"- განაცხადა სარჯველაძემ.
დეპუტატი აცხადებს, რომ გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით კითხვები საერთაშორი პარტნიორებსაც არ გაუჩნდებათ:
არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში არსებობს მიზეზი ვინმესთვის, რომ პოლიტიკურ დევნაზე ისაუბროს. პოლიტიკურად სენსიტიური არის, იმიტომ რომ გვარამიას მოღვაწეობა თავისი შინაარსით არა ჟურნალისტური, არამედ პოლიტიკური აქტივობაა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმემ ხელაღებით ისაუბროს პოლიტიკურ დევნაზე. მოცემულ შემთხვევაში საკმაოდ კარგად არის ახსნილი, რომ სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი, რომელიც სასამართლომ დანაშაულად შეაფასა”, - თქვა სარჯველაძემ.