იმედი მაქვს, დღესვე გაერთიანდება საზოგადოება შეწყალების პეტიციის ხელმოსაწერად - სამადაშვილი

16.05.22 12:46
იმედი მაქვს, დღესვე გაერთიანდება საზოგადოება შეწყალების პეტიციის ხელმოსაწერად - სამადაშვილი

პარტია „ლელოს“ წევრი, სალომე სამადაშვილი, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, დაპატიმრებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღესვე გაერთიანდება ჩვენი საზოგადოება შეწყალების პეტიციის ხელმოსაწერად. 
ნიკას არ უნდა ეს, მაგრამ ნიკა სჭირდება ქვეყანას და ამიტომ არ ეკუთვნის საკუთარ თავს"- წერს დეპუტატი. 

ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. ის სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. 

მსგავსი სიახლეები