ახლა არ არის ჭირისუფლობის დრო, ახლა არის კონსოლიდაციის, ძალების მობილიზაციის დრო - მელია
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, ამბობს, რომ ნიკა გვარამიას დაკავება არ აძლევს ოპოზიციას საფუძველს, გახდნენ ჭირისუფლები. მელიას თქმით, წინააღმდეგობრივი მოძრაობა არ შეჩერდება.
ახლა არ არის ჭირისუფლობის დრო, ახლა არის კონსოლიდაციის, ძალების მობილიზაციის დრო, ამოძრავებდა ბიძინა ივანიშვილს დაუოკებელი სურვილი შურისძიების და ეს გააკეთა დღეს და მას მიაჩნია, რომ შენელდება ამით წინააღმდეგობრივი მოძრაობა.
შესაძლებელია, მომდევნო დღეებში, კვირებში სხვა ოპოზიციური პარტიები, ან მედიამენეჯერები დააკავოს ივანიშვილმა, ამ ადამიანს რუბიკონი გადალახული აქვს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა სუსტდებოდეს წინააღმდეგობრივი მუხტი", - თქვა ნიკა მელიამ.