"უნდა შეიქმნას საკოორდინაციო შტაბი" - უგულავა "მთავარი არხის" ოფისში მივიდა
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები "მთავარი არხის" ოფისში იკრიბებიან. ოპოზიცია საყოველთაო მობილიზაციასა და კონსოლიდაციაზე საუბრობს.
გიგი უგულავას ინიციატივით, საჭიროა, ჩამოყალიბდეს არასამთავრობოების, სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მედიისა და პარტიების საკოორდინაციო ჯგუფი.
ზამბარა მოხვდება ცხვირში ივანიშვილს, რასაც გაწელავს, ყველაზე მეტად მას მოხვდება ცხვირში. ესენი არიან ჩვეულებრივი მსახურები და მონები, ამაში იღებენ ბევრ ფულს და ნებისმეირ ადამიანს თუ გინდ ცხოველად და ზებრად გამოგაცხადებს დღევანდელი სასამართლო. ეს არის მცოცავი პროცესი, რომელიც თქვენს ტელევიზიებთანაც აუცილებლად მოვა.
უნდა იყოს ოპოზიციის და საზოგადოების არამარტო პარტიების საკოორდინაციო შტაბი და მუშაობა და გამოვიდეს ქალბატონი სალომე და გვითხრას, ესეც არა და არასდროს არის?", - თქვა უგულავამ.