დილით დაგეგმილი მთავრობის სხდომა მოულოდნელად გადაიდო
კანცელარიაში დღეს დილისთვის დაგეგმილი მთავრობის სხდომა გადაიდო და 14:00 საათზე ჩაინიშნა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მოულოდნელი ცვლილება ნიკა გვარამიას დაკავებას არ უკავშირდება.
მთავრობას აქვს თავის საქმე, სახელმწიფოში ხელისუფლების შტოებს აქვთ თავისი საქმე და მართლმსაჯულება იმ გადაწყვეტილებას იღებს რასაც იღებს"- აცხადებს დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი, "პირველების" კითხვაზე - ხომ არ უკავშირდება მთავრობის სხდომის გადადება ნიკა გვარამიას დაკავებას.
ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სხდომას 14:00 საათზე გამართავს.
ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ის სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.