გვარამიას განაჩენი გამოუტანა მოსამართლემ, რომელსაც ამ საქმის განხილვის უფლებაც კი არ ჰქონდა - სიმონიშვილი

16.05.22 13:21
გვარამიას განაჩენი გამოუტანა მოსამართლემ, რომელსაც ამ საქმის განხილვის უფლებაც კი არ ჰქონდა - სიმონიშვილი

,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი, საქალაქო სასამართლოს მიერ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, განაჩენს ეხმაურება.

,,საია" მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ინტერესთა კონფლიქტზე მიუთითებს, რომელიც, მათი მოსაზრებით, კითხვის ნიშნებს აჩენს.  

ნიკა გვარამიას საქმე განიხილა იმ მოსამართლემ, რომელსაც ამ საქმის განხილვის უფლება საერთოდ არ ჰქონდა, მას ჰქონდა პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტი და, რა თქმა უნდა, მისი გადაწყვეტილება ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნებოდა მიუკერძოებელი და ობიექტური, გამამართლებელი განაჩენი რომც გამოსულიყო ამ საქმეზე ესეც კი იქნებოდა პოლიტიკური მართლმსაჯულების  შედეგი, სწორედ იმის გამო, რომ ამ საქმეში ცხადია,  რომ ხელისუფლებას პოლიტიკური დაინტერესება ჰქონდა.  პირდაპირ არის მიმართული კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, რომ განსხვავებული და კრიტიკული აზრი იყოს უბრალოდ ჩახშობილი", - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.

მსგავსი სიახლეები