"ოცნება" იგროვებს სავაჭრო საკითხებს - ვაშაძე გვარამიას დაკავებაზე
ნიკა გვარამიას დაკავების საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებულია - ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი დღე კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, რომ საქართველოში დემოკრატია არ არსებობს, საქართველოში არის ფეიკ დემოკრატია .
"ქართული ოცნება" მეტ სავაჭრო თემას იტოვებს დასავლელ პარტნიორებთან, მათ შორის, პოლიტიკურ ოპონენტებთან და რა თქმა უნდა, საზოგადოებასთანაც"- თქვა ვაშაძემ.
ოპოზიციიის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ მმართველ პარტია მთლიანად აცდა დასავლურ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.
"ქართულ ოცნებას" მოუწევს, პასუხები გასცეს როგორც ჩვენს ევროპელ, ასევე ამერიკელ პარტნიორებს, მაგრამ პირველ რიგში, პასუხი გასცენ საქართველოს საზოგადოებას, ამიტომ იგროვებენ სავაჭრო საკითხებს, რომ შემდგომ რაღაც დათმონ და მერე ამის ხარჯზე ფონს გავიდნენ"- დასძინა მან.