როგორია მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა - მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში ადვოკატი ხვდება

16.05.22 13:35
როგორია მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა - მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში  ადვოკატი ხვდება

მიხეილ სააკაშვილთან "ვივა მედში" ადვოკატი მივიდა. დიმიტრი საძაგლიშვილი კლინიკა "ვივა მედში" უკვე შევიდა და ცოტა ხანში გახდება ცნობილი, როგორია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი, მიიჩნევს, რომ დღევანდელ პროცესზე მოსამართლე პოლიტიკური ინსტრუქციების შესრულებას გააგრძელებს. 

ველოდებით პოლიტიკური დაკვეთის შესრულების გაგრძელებას.  ქვეყანაში, სადაც იჭერენ ადვოკატებს, კანონის დაურღვევლობის შემთხვევაშიც. მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ინსტრუქციის შესაბამისად. არავითარი იმედი ობიექტურობისა არ შეიძლება, რომ მქონდეს.

სიმართლე გითხრათ, ცოტა სასოწარკვეთილი ვარ, ეს მოუშორებელი ჭირი სასამართლოს, პოლიტიკური მართლმსაჯულების სახით როდის მოგვშორდება ბუნებრივია, ბრძოლა გრძელდება სანამ არ გაიმარჯვებს საღი აზრი. ", - ამბობს შოთა თუთბერიძე.

მსგავსი სიახლეები