სულ სხვა რამე შეიძლება, გამოაქვეყნონ, ყველაფრის მოლოდინი მაქვს - დავით სააკაშვილი

16.05.22 13:56
სულ სხვა რამე შეიძლება, გამოაქვეყნონ, ყველაფრის მოლოდინი მაქვს -  დავით სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი კვლევის პირველადი შედეგების გამოქვეყნების მოლოდინშია. სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი, დარწმუნებულია, რომ ექიმები იმ გადაწყვეტილებას გამოაცხადებენ, რაც ბიძინა ივანიშვილსა  და "ქართულ ოცნებას" სურს.  

დავით სააკაშვილის თქმით, აუცილებელია, მისი ძმის საზღვარგარეთ გადაყვანა სასწრაფოდ მოხდეს. 

დღევანდელი განვითარებული მოვლენებით არ გამოვრიცხავ, რომ იპოვონ თუნდაც ის ჰიპოკრატეს ფიცდადებული ექიმები, ვინც სულ სხვა რამე შეიძლება გამოქვეყნონ. ყველაფრის მოლოდინი მაქვს. ყველაფერი არის პოლიტიკური. ბოლო ბოლო გვაღირსონ კვლევის შედეგები და იმის შემდეგ უკვე უნდა გადაწყვიტოს სახელმწიფომ იმიტომ, რომ თუ ანალიზები არის ის, რაც მოგვახსენეს კონსილიუმმა ამის შემდეგ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს პაციენტი აუცილებლად გადაყვანილ იქნას სამკურნალოდ საზღვარგარეთ", - ამბობს  დავით სააკაშვილი. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო კვლევის შედეგები, სავარაუდოდ, ხვალ გასაჯაროვდება. 

მსგავსი სიახლეები