გვარამიას საქმის მოსამართლემ ავტოავარიაში კაცი მოკლა და საქმე ჩაუფარცხეს - ირაკლი ოქრუაშვილი
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ირაკლი ოქრუაშვილი, აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ, რამდენიმე წლის წინ ავტოავარიაიში კაცი მოკლა, ხელისუფლებამ ეს საქმე ჩაუფარცხა და ახლა კი ამ ფაქტით აშანტაჟებს.
გარდა ამისა, ირაკლი ოქრუაშვილის ინფორმაციით, ლაშა ჩხიკვაძის ძმა ნარკომომხმარებელია და ხელისუფლება ამ ფაქტსაც წარმატებით იყენებს მოსამართლის დასაშანტაჟებლად.
გვარამიას საქმის მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძე, ჩემს საქმესაც იხილავს. ამას წინათ უკრაინაში ომში ყოფნის დროს რომ ჩამინიშნა პროცესი, პოსტით ვიხუმრე, ჩამოვიდე და დავესწო, თუ გავუშვა "რუსკი კარაბლის" მიმართულებით მეთქი. წაუკითხავს, "იკაცა" და ადვოკატის პირით, მუქარანარევი ტონით, შემომითვალა "ჩვენც ხალხნი ვართ" და ნუ გაგვაბრაზებსო.
ეჰ ჩემო ლაშა, ნეტავ მართლა რამეს წყვეტდე და მთლად შენზე იყოს დამოკიდებული ჩემი, თუ გვარამიას საქმის ბედი. არ ვიცოდეთ მაინც, რა კვერცხებით ჰყავხარ ივანიშვილს და სისტემას დაჭერილი - რამდენიმე წლის წინ ავტოავარიაში კაცი რომ მოკალი და საქმე ჩაგიფარცხეს. ისიც ვიცით შენს ძმას შსს დროდადრო ნარკოტიკზე თუ მსგავსზე რომ იჭერს და უშვებს.
დრონი მეფობენ და არა მეფენი. მითუმეტეს მონები ვერასდროს მეფობენ, ყველამ დაიმახსოვროს! წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ოქრუაშვილი
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ,,მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, ,,რუსტავი 2"-ის საქმეზე 3 წლით და 6 თვით ციხეში გაუშვა.