ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2" სუს-ის განყოფილებად გადააკეთა - დიტო საძაგლიშვილი
ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2" სუს-ის განყოფილაბად გადააკეთა - ამ განცხადებით პასუხობს ბიზნესმენის ახალ სარჩელს ნიკა გვარამიას ადვოკატი.
დიტო საძაგლიშვილის თქმით, ბიზნესმენმა კომპანია ხელისუფლების დახმარებით ჩაიგდო და საბოლოოდ გაანადგურა.
რაც შეეხება აბსურდულ განცხადებას, თითქოს ზიანის ანაზღაურება უნდა მოითხოვოს, რომელ ზიანზე ვსაუბრობთ? ქიბარ ხალვაშის როცა იყო, "რუსთავი 2" უძრავი ქონებაც კი არ ჰქონდა. მან ხელისუფლების მეშვეობით ხელში ჩაიგდო ტელეკომპანია, რომელსაც რამდენიმე მილიონის აქტივი ჰქონდა. თუ ვინმეს აქვს სარჩელი შესატანი, ეს უნდა მოხდეს სწორედ ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ, რადგან ის უსაფუძვლოდ გამდიდრდდა, თუ ვინმემ გაანადგურა "რუსთავი 2", არის ქიბარ ხალვაში, ვნახეთ მის მიერ ტელევიზიის დაბრუნების შემდეგ, (ტელევიზია) ფაქტობრივად სახალმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განყოფილებად გადაკეთდდა. საერთოდ, ის ცალკე აღებულ სუბიექტსაც კი აღარ დარჩა. თვალთმაქცური გარიგებებით, რაღაც ჰოლდინგი შექმნეს, რომ პასუხისმგებლობა თავიდან აერიდებინათ. შესაბამისად, ქიბარ ხალვაშის განცხადებებზე საუბარს აზრი არ აქვს"- თქვა ადვოკატმა.
,,რუსთავი 2"-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმაურება - ბიზნესმენი ახალ სარჩელს ამზადებს და ნიკა გვარამიასა და კახა დამენიასგან "რუსთავი 2"-ისთვის მიყენებული "ზარალის", 6,7 მილიონი ლარის ანაზღაურებას მოითხოვს.