ეს არის ბრძოლის გამოცხადება მედიის მიმართ - მესამე სექტორი გვარამიას დაკავებაზე

16.05.22 15:27
ეს არის ბრძოლის გამოცხადება მედიის მიმართ - მესამე სექტორი გვარამიას დაკავებაზე

არასამთავრობო სექტორი ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს მედიის მიმართ დაწყებულ დევნად აფასებს. ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ქეთი ხუციშვილი აცხადებს, რომ მედიამენეჯერის დაკავება  რეპრესიების ტალღის დაანონსებას ნიშნავს.  

თუ აქამდე ეს იყო თავდასხმა მედიაზე, მათი შევიწროების მცდელობა ეხლა ვნახეთ უკვე  პირდაპირ დაკავება მედიამენეჯერის,კრიტიკული მედიის ხელმძღვანელის . ეს არის უკვე აშკარად ბრძოლის გამოცხადება მედიის მიმართ  ხელისუფლების მხრიდან, ეს არის ფაქტიურად რეპრესიების  ტალღის დაანონსება. ისინი მზად არიან, რომ როგორც ფინანსურად, ასე სისხლის სამართლებრივად და ხანდახან ბანდიტური დაჯგუფებების დახმარებითაც დევნონ მედია", - ამბობს ქეთი ხუციშვილი. 

ეს არის პირდაპირი, თავხედური, კოლაბორაციონისტული, ანტი-ევროპული, ანტი-დემოკრატიული, ძალიან ღია განაცხადი იმისა, რომ ამ ქვეყანაში არ არის კრიტიკული მედიის ადგილი, კრიტიკული ჟურნალისტის ადგილი, არავის ადგილი, ვინც რაიმენაირად ეჭქვეშ დააყენებს ამ ხელისუფლების ლეგიტიმურობას", - ამბობს ნინო დანელია.  

მსგავსი სიახლეები