სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. მოსამართლემ მორიგი სხდომა 25 მაისს, 14:00 საათზე ჩანიშნა. მოსამართლის განცხადებით, პროცესის გადადების მიზეზი სააკაშვილის მიერ გამოგზავნილი წერილი გახდა, რომლის თანახმადაც, მან მისი დასწრების გარეშე სასამართლო სხდომის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.
მოსამართლეს დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის შუამდგომლობა უნდა განეხილა, რომლის მიხედვითაც, ადვოკატები სააკაშვილთან ექსპერტების შეშვებას ითხოვენ.მოსამართლის განმარტებით, პენიტენციური სამსახურიდან გამოგზავნილი წერილი მას არ მიუღია.
მოსამართლემ იმიტომ არ გასცა პასუხი დღეს, რომ მას არ აქვს მიღებული შესაბამისი ინსტრუქცია ამ საკითხთან დაკავშირებით, გასცემს მაშინ როცა იქნება. ცხადია ეს არის წმინდა პოლიტიკური გეგმის რეალიზაცია, პოლიტიკური რეპრესიის შემდეგი ნაბიჯი. არავითარი კანონიერი საფუძველი ამ მოთხოვნის არდაკმაყოფილებას არ აქვს. სასამართლომ უკვე დაარღვია 48 საათანი ვადა, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული", - აცხადებს სააკაშვილის ავდოკატი, შოთა თუთბერიძე.