დაპირისპირება პარლამენტში- გიორგი ვაშაძეს პოლიტიკური განცხადების გაკეთების უფლება არ მისცეს
დაპირისპირება ბიუროს სხდომაზე - პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, პოლიტიკური განცხადება არ გააკეთებინა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სასამართლო კლანზე, ივანიშვილსა და პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე ლაპარაკობდა
სამწუხაროდ, დღეს კლანურმა სასამართლომ კიდევ ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო- ნიკა გვარამია დაპატიმრებულია. შესაძლოა, ასეთი დანაშაული თქვენც გქონდეთ-ყველა აქ მჯდომს. რადგან თქვენ გემსახურებათ მანქანები და თუ თქვენი ოჯახის წევრი ავტომობილში მოხვდება, იცოდეთ, რომ დღეიდან ეს დანაშაულია.
ამიტომ ფრთხილად იყავით, ,,,,ოცნების" არაფორმალურმა მმართველმა იგივე საფუძველი შესაძლოა, თქვენც მოგიყენოთ. თქვენი აზრით, ეს გადაწყვეტილება გვაახლოვებს ევროკავშირთან, თუ გვაშორებს?!
რამდენად სწორია ასეთი პოლიტიკური ანგარიშსწორება? - განაცხადა ბიუროს სხდომაზე გიორგი ვაშაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ვაშაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პოლიტიკური განცხადების გაკეთების უფლება დეპუტატებს მხოლოდ სამშაბათს, პარლამენტის სესიის დროს ექნებათ.