ბიძინა ივანიშვილს უნდა გაეცეს საკადრისი პასუხი ქართველი ხალხისგანაც - მიშა მშვილდაძე
ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებელი ნიკა გვარამიასთვის გამოტანილ განაჩენს დიქტატურის დამყარებად აფასებს. მშვილდაძე საზოგადოებას მოუწოდებს, საკადრისი პასუხი გასცენ ბიძინა ივანიშვილს.
ბიძინას მხრიდან ეს არის გამყარება, დარწმუნება თავის დიქტატურაში ამ ქვეყანაში, თვითონვე ამოწმებს, არის თუ არა მისი დიქტატურა მყარი. ბიძინა ივანიშვილს უნდა გაეცეს საკადრისი პასუხი ქართველი ხალხისგანაც და მათგანაც, რომელთა ქვეყნებშიც ინახება ის, რისი დაკარგვისაც ძალიან ეშინია, ეს არის მისი პირადი კაპიტალი", - ამბობს მიშა მშვილდაძე.
შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას, 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.