"ძლიერები ვართ, როგორც არასდროს!" - "მთავარი არხი" მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის
"მთავარი არხი" მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. დაპატიმრებული დირექტორის გათავისუფლებამდე კრიტიკული მედია პირდაპირ ეთერში შეეცდება ხელისუფლებას დისკომფორტი შეუქმნას და პასუხები მოსთხოვოს. არხის თანამშრომლები უკომპრომისო ბრძოლას აანონსებენ. "მთავარის" ჟურნალისტები ივანიშვილს უთვლიან, რომ ვერ ეღირსება დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებას. მედიის მიმართ დაწყებული რეპრესიების გამო დღეს საღამოს ათ საათზე სამი ტელეკკომპანის "მთავარის", "ტვ პირველის" და "ფორმულას" საგანგებო ეთერი დაიგეგმა.
ომი გამოგვიცხადეს, ჩვენ ამ გამოწვევას ვიღებთ.თუ ბიძინა ივანიშვილის გეგმა იყო, რომ 'მთავარი არხის" დასრულებულიყო, პირადად მე და ჩვენი გუნდი ვაძლევთ იმის გარანტიას, რომ ყველაფერი ახლა იწყება. ჩვენ ვართ გაერთიანებული, როგორც არასოდეს და ვართ, როგორც არასოდეს ისეტი ძლიერები. ბიძინა ივანიშვილმა არაერთი შტურმი მიიტანა ჩვენ გუნდზე და პირადად ნიკა გვარამიაზე. ჩვენ მოვიგერიეთ ყველა შეტევა და კიდევ უფრო ძლიერები გავხდით, ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა, როგორც არასდროს ისეთი ძლიერები ვართ!", - ამბობს "მთავარის" წამყვანი დიანა ჯოჯუა.
ოპოზიციის ლიდერები არასამთავრობო სექტორთან ერთად 18:00 საათზე შეხვედრას გამართავენ და სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ.