ნიკა გვარამია პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით არ მიმართავს - პირველი გზავნილი ციხიდან
"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით არ მიმართავს. დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ გვარამიას პოზიცია არ შეუცვლია.
გარდა ამისა, საძაგლიშვილმა თქვა, რომ სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილება ნიკა გვარამიასთვის მოულოდნელობა არ ყოფილა:
ნიკა ელოდებოდა და დარწმუნებული იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი დაიჭერდა. მას კარგად აქვს გააზრებული, როგორ ექცევიან კრიტიკული ტელევიზიების დირექტორებს იმ ქვეყნებში, საითაც მიგვაქანებს სამწუხაროდ ივანიშვილი, ვგულისხმობ რუსეთსა და ბელარუსს - განაცხადა საძაგლიშვილმა.
ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ის სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.