რას აპირებს ,,მთავარი არხი- გიორგი გაბუნიას განმარტება
რას აპირებს ,,მთავარი არხი"- არხის დირექტორის მოადგილე და საინფორმაციო გამოშვების მტავარი პროდიუსერი, გიორგი გაბუნია, აცხადებს, რომ მუშაობას გააგრძელებენ.
,,სისტემაა ისეა აწყობილი, იმუშავებს შვეიცარიული საათივით- ამბობს გიორგი გაბუნია.
ხელისუფლება ცდილობს, დამოუკიდებელმა მედიამ არ იარსებოს. ის, რაც ნიკა გვარამიას გაუკეთეს, ეს არის ,,მთავარი არხის" წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.
ჩვენ მაინც მოულოდნელ ვითარებაში აღმოვჩნდით იმის მიუხედავად, რომ ვხვდებოდით, რომ შესაძლოა, ნიკა დაეჭირათ, თუმცა, უნდა დავსახოთ საერთო გეგმა, თუ რას ვაკეთებთ.
ჩვენ ისევ გათვლას ვაკეთებთ დასავლელ პარტნიორებზე, დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორ ზეწოლას მოახდებს დასავლეთი ხელისუფლებაზე, ვგეგმავთ შეხვედრას ელჩებთან,
რაც შეეხება არხს, ვაგრძელებთ მუშაობას, ეთერს სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაეტყობა. სისტემა აქ ისეა აწყობილი, იმუშავებს შვეიცარიული საათივით - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.