ნიკა გვარამია უფრო მეტად ახლა შვილების მდგომარეობითაა შეწუხებული- ნინო ლომჯარია
საქართველოს სახალხო დამცველმა,,მთავარი არხის" დამფუძნებელი რუსთავის მე-12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა. ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ნიკა გვარამია უფრო მეტად შეწუხებულია შვილების მდგომარეობით.
რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, ომბუდსმენი ფიქრობს, რომ კანონიერების პრინციპი არის დარღვეული.
რა თქმა უნდა, ჩვენ გავეცნობით განაჩენს, რათა ის უფრო დეტალურად შევისწავლოთ. სამართლებრივი შეფასება გვექნება ამ განაჩენის შესწავლის შემდეგ.
ნიკა გვარამია ამ წუთას უფრო მეტად არის შეწუხებული მისი შვილების მდგომარეობით, განიცდის ამ მდგომარეობას., საკუთარი თავი მიაჩნია უდანაშაულოდ და ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მოხდა მიზანმიმართულად, ეს მოხდა დღეს იმისთვის, რომ ფაქტი ყოფილიყო ხელის შემშლელი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისათვის.
რაც შეეხება ჩემს პოზიციას, გავიმეორებ, ნიკა გვარამიას დაკავება არის უკიდურესად პრობლემატური, ვფიქრობ, რომ კანონიერების პრინციპი არის დარღვეული, ადამიანს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მიესაჯა იმ გარემოებებით, რაც არც ქართული, არც ევროპული კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველის განმარტებით, ის აპირებს, შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს და გვარამიას საქმის სამართლებრივ დეტალებზე ესაუბროს.
სადაც სახალხო დამცველი ამბობს, რომ გვარამიას საქმეში სისხლის სამართლებრივი ნიშნები არ იკვეთება და ეს არის კანონიერების პრინციპთან შეუსაბამო გადაწყვეტილება, პრეზიდენტის ადგილზე ნამდვილად ვიფიქრებდი შეწყალების გამოყენებაზე- განაცხადა ნინო ლომჯარიამ