,,მხარი დაგვიჭირეთ ამ უსამართლო ბრძოლაში" - ოპოზიციური არხების მიმართვა დასავლეთს
სასტუმრო ,,რედისონში" დამოუკიდებელი მედიების, არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების შეხვედა დასრულდა.
კრიტიკული მედიების წარმომადგენლებმა შეიმუშავეს ერთობლივი ტექსტი, რომელიც საზოგადოებას ,,მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი გაბუნიამ, გააცნო.
ჩვენ, დამოუკიდებელი მედიების წარმომადგენლები, მივმართავთ ჩვენს დასავლელ მეგობრებს ,,მთავარი არხის " დამფუძნებლის დაკავებასთან დაკავშირებით.
ნიკა გვარამიას დაკავება არის პირდაპირი დემონსტრაციული გზავნილი დასავლეთისთვის, რომ საქართველო არის რუსული, ოლიგარქიული, მიტაცებული ქვეყანა და ის იმართება პუტინის მეთოდებით.
ნიკა გვარამიას დაჭერა ნიშნავს, რომ საქართველო უარს ამბობს ევროპასა და ნატოზე.
ხელისუფლება გაემიჯნა ცივილიზებულ სამყაროს. ნიკა გვარამიას დაკავება ამის კიდევ ერთი ნათელი დასტურია.
ნიკა გვარამიას დაჭერა არ არის მარტო ერთი მედიის პრობლემა, ეს არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის გადარჩენის საქმე.
ჩვენ, ოპოზიციური მედია, ყოველთვის მხარს ვუჭერთ დასავლურ ფასეულობებს და ვდგავართ დემოკრატიის სადარაჯოზე.
თქვენ, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის გაწეული გაქვთ დიდი დახმარება. მიუხედავად ამის, ქვეყანაში არ არის მართლმსაჯულება, სისტემას მართავს კლანი, ქვეყანა დაუფარავად იმართება რუსული რეჟიმის მიერ.
ქართველი ხალხის რეალურ მოკავშირედ გთვლით თქვენ, დასავლელ მოკავშირეებს, ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, მხარი დაგვიჭიროთ ამ უსამართლო ბრძოლაში, არ მისცეთ საშუალება ოლიგარქიულ რეჟიმს, საბოლოოდ მოკლას დემოკრატია და ქართველი ხალხის მიერ სისხლით მოპოვებული თავისუფლება. - ნათვქამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ტელეკომპანიები: ,,მთავარი არხი", ,,ფორმულა". პირველი" და ,,კავკასია".