ენმ, NGO-ები, გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები არიან ანტიევროკავშირი - კობახიძის მორიგი იერიში

17.05.22 11:16
ენმ, NGO-ები, გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები არიან ანტიევროკავშირი - კობახიძის მორიგი იერიში

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის მორიგი იერიში მესამე სექტორზე, სახალხო დამხცველზე, მედიასა და დასავლეთზე - ირაკლი კობახიძე "მთავარი არხის" ხელმძღვანელის დაკავებას სპეციალური ბრიფინგით ეხმაურება და ყელა ჩამოთვლილ ინსტიტუციას "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსში ადანაშაულებს. 

ეს ადამიანები ცდილობენ, ტოლობის ნიშანი დასვან გვარამიას არდასჯასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის. მათ პასუხად: ევროკავშირი არ არის კორუფცია, ძარცვა და უსამართლობა, ევროკავშირი სწორედ სამართლის უზენაესობა და კორუფციისგან თავისუფალი საზოგადოებაა.

სწორედ ნაციონალური მოძრაობა, NGO-ები, გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები არიან თავისი არსით ანტიევროკავშირი, სამართლის უზენაესობის გარეშე კი ჩვენ ევროპული ოჯახის წევრები ვერც ისე და ვერც ასე ვერ გავხდებით. შესაბამისად, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დასაცავად, რაც ერთერთი უმთავრესი ევროპული ღირებულებაა, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს"- თქვა კობახიძემ. 

მმართვალი პარტიის თავმჯდომარე მედიამენეჯერის დაკავების ირგვლივ გამოთქმულ შეშფოთებას "ისტერიულ კამპანიას" უწოდებს. ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ საქმე გვაქვს "მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობასთან". ამასთან კობახიძემ 5 წლის წინ, "რუსთავი 2"- ის საქმეზე 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებიდან ციტატა მოიყვანა და განაცხადა, რომ მაშინაც " ნაციონალური მოძრაობა, მასთან დაკავშირებული ენჯეოები" აქტიურობდნენ: 

მაშინაც, 5 წლის წინ, ნაციონალური მოძრაობა, მასთან დაკავშირებული ენჯეოები, მაშინდელი პრეზიდენტი, მაშინდელი სახალხო დამცველი და მათი უცხოელი ლობისტები აწარმოებდნენ ისტერიულ, სიცრუეზე და „ფეიკზე“ დაფუძნებულ კამპანიას რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით. ეს სიცრუე და „ფეიკი“ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2 წელიწადში ამხილა.

მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ", ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში "რუსთავი 2" სრულიად ყაჩაღურად მიიტაცა, ეს პარტია და მისი პარტნიორები უტიფრად ამტკიცებდნენ, რომ სასამართლომ ტელეკომპანია კანონიერ მფლობელს უსამართლოდ დაუბრუნა. ანალოგიური უტიფარი და ურცხვი კამპანიის მომსწრეა დღეს საზოგადოება"- დასძინა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები