ხელისუფლება ბოროტად იყენებს სასამართლოს! - დევიდ კრამერი გვარამიას დაკავებას აფასებს და "მთავრობის ხელწერაზე" საუბრობს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი პირდაპირ ამბობს, რომ "ხელისუფლება ბოროტად იყენებს სასამართლოს".
კრამერი "მთავარი არხის" დამფუძნებლის დაკავებას ეხმაურება და აღნოშნავს, რომ "სასამართლომ პოლიტიკურად მოტივირებული ვერდიქტი გამოიტანა".
ვფიქრობ, მისმა ასოციაციამ რუსთავი 2-თან, მისმა პოლიტიკურმა პოზიციებმა და მისმა კრიტიკამ მთავრობისადმი ის ხელისუფლების ყურადღების ქვეშ მოახვედრა. ისინი (საქართველოს მთავრობა) ბოროტად იყენებენ სასამართლო სისტემას, მართლმსაჯულების სისტემას იმით, რომ მოსამართლეს გამოატანინეს პოლიტიკურად მოტივირებული ვერდიქტი ოპოზიციის წარმომადგენლის წინააღმდეგ. ეს უკვე მოქმედი მთავრობის ხელწერაა მას შემდეგ, რაც გასულ თებერვალს პრემიერმინისტრად ბატონი ღარიბაშვილი დაბრუნდა.
ეს (დაკავება) არც პირველი შემთხვევაა და ვშიშობ, არც ბოლო იქნება. ამერიკის საელჩომ ძალიან მკვეთრი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც გმობს მომხდარს და ამბობს, რომ ეს კითხვებს აჩენს საქართველოს ერთგულებაზე დასავლური, ევრო ორიენტაციისა და ინტეგრაციის შესახებ. ასე რომ, ეს ძალიან ცუდი განვითარებაა, მისი უკეთესობისკენ შემოტრიალება კი წარმოუდგენელია"- თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.