ელჩებმა გვარამიას მისცეს დამატებით რამდენიმე მილიონით რუსთავი 2-ის გაძარცვის საშუალება - კობახიძის სკნადალური განცხადება
უპრეცენდენტო სკანდალში გახვეუული "ქართული ოცნება" დიმპმატიური კორპუსის წინააღმდეგ განცხადებების გაკეთებას ისევ არ ერიდება - რამდენიმე წუთის წინ, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, მორიგი ხმაურიანი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ "იგივე საელჩოების განცხადებებმაც საშუალება მისცა 2017 წელს გვარამიას, 2017-2019 წლებში დამატებით განეგრძო რუსთავი 2-ის ძარცვა".
"დღესაც ვხედავთ იგივეს... ყველას მოვუწოდებთ, არ გაიმეორონ იგივე, რაც გააკეთეს 2017 წელს, როდესაც გვარამიას მისცეს დამატებით რამდენიმე მილიონით რუსთავი 2-ის გაძარცვის საშუალება და პრაქტიკულად გაუადვილეს მას იმ დანაშაულის ჩადება, რომელიც მიმართული იყო მედიასაშუალების და ტელეკომპანიის წინააღმდეგ"- აცხადებს კობახიძე.