რუსთავის მე-12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა გვარამიას მოსანახულებლად ლევან სამუშია მივიდა
პირველი, ვინც რუსთავის მე-12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში „მთავარი არხის” გენერალური დირექტორთან შევიდა, პარტია „ლელო საქართველოსთვის” წევრი, იურისტი ლევან სამუშიაა.
სამუშია ამბობს, რომ კრიტიკული მედიასაშუალების მფლობელის დაკავებით, ხელისუფლება მიზანმიმართულებით ცდილობს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დაბლოკოს.
მისი თქმით, ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარია.
ჩემი მხრიდან არანაირი მცდელობა, რომ შეწყალებაზე, ან რამე მსგავსზე დათანხმდეს, არ იქნება. საუბარი სამართლებრივი გადაწყვეტილების მოლოდინზე ზედმეტია, ეს საქმე საერთოდ არ უნდა არსებულიყო, თუ სამართალი და სამართლიანობა იყო ქვეყანაში”, - აღნიშნა ლევან სამუშიამ.