ესაა გადაწყვეტილება, რომელიც გამოიწვევს შეკითხვებს - საფრანგეთის ელჩი გვარამიაზე
საფრანგეთის ელჩი "მთავარი არხის" დირექტორის და დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, მიმართ გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა.
სასამართლოს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ეს არის საქმე, რომელიც ბადებს კითხვებს. ფუნდამენტური საკითხი და ფუნდამენტური პრინციპია სიტყვის თავისუფლება. ეს არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტიკა კანონზე მაღლა დგას, მაგრამ როცა არის სისხლის სამართლის საქმეები უნდა თავიდან იქნას აცილებული სიტყვის თავისუფლებაზე გავლენა.
იბადება კითხვა, არის თუ არა ეს სწორედ ის შემთხვევა, ეს არის კითხვა, რომელსაც საზოგადოება დასვამს. ისინი იკითხავენ, არის თუ არა სიტყვის თავისუფლების დაცვა საქართველოში, თუ ეს არის ზეწოლის შემთხვევა. კიდევ ერთი შეკითხვა იქნება, რატომ არიან ასე მრავლად ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები ციხეში საქართველოში. მე არ მაქვს პასუხი", - თქვა საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა.
საფრანგეთის ელჩი ამ წუთებში პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილს ხვდება.