კობახიძის განცხადებები იუმორის ჟანრიდანა - სახალხო დამცველი
"ირაკლი კობახიძის განცხადებები იუმორის ჟანრიდანა" - სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბრალდებებზე სერიოზული განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებს.
არ ვიღებ ბატონი ირაკლი კობახიძის განცხადებებს სერიოზულად. მან ისიც თქვა, რომ მე თითქოს ვაკეთებდი განცხადებებს საქართველოში მეორე ფრონტის გასახსნელად. ვფიქრობ, მისი განცხადებები ხშირად იუმორის ჟანრიდან არის, ამიტომ ასეთი განცხადებები ჩემთვის არასერიოზულია და არ ვაპირებ მის კომენტირებასა და პოპულარიზებას"- განაცხადა ლომჯარიამ.
ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველი ,,ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსში დაადანაშაულა.