არავის არ აქვს საქართველოში გაჩერების, ჩუმად ყოფნის უფლება - ირაკლი მეტრეველი გვარამიაზე
"France Press"-ის ჟურნალისტი, ირაკლი მეტრეველი, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება. ჟურნალისტი ამბობს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოში, როცა მედიამენეჯერი ციხეში გაუშვეს და საზოგადოებამ პროტესტი უნდა გამოთქვას.
ეს არის სიტუაცია, როცა დამნაშავე იცავს თავის თავს და გადადის აქეთ იერიშზე. პროკურატურამ არც კი შეიწუხა თავი იმისთვის, რომ რამე დამაჯერებელი საქმე შეეთითხნა გვარამიას წინააღმდეგ და ესე ცინიკურად აბსოლუტურად სასაცილო მიზეზით სამნახევარი წლით გაუშვეს ციხეში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მედიის მენეჯერი წავიდა ციხეში, ეგეთი ჯერ ჩვენთან არ მომხდარა. არავის არ აქვს საქართველოში გაჩერების, ჩუმად ყოფნის უფლება. ეს არის ჩვენი ვალდებულება, ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი შვილების წინაშე, ჩვენი სამშობლოს წინაშე", - ამბობს ირაკლი მეტრეველი.