17 მაისი - რადიკალები ისევ აქციაზე გამოვიდნენ

17.05.22 13:27
17 მაისი -  რადიკალები ისევ აქციაზე გამოვიდნენ

ძალადობის  დაუსჯელი ორგანიზატორების მსველელობა თბილისში - კოკა მორგოშია, გურამ ფალავანდიშვილი და ხუთი ივლისის ძალადობრივი აქციების ორგანიზატორები ამჯერად ოჯახის სიწმინდის დღის მსვლელობაზე გამოჩნდნენ.

"პირველები" დაინტერესდა, რა ეტაპზეა იმ საქმის ძიება, რომელის  ორგანიზატორებიც სწორედ ეს ადამიანები იყვენენ,  ბოლოს როდის დაკითხა პოლიციამ და არის თუ არა ხელისუფლება პოლიტიკური ნება, რომ მასობრივი ძალადობის მომწყობები ხელშეუხებლები იყვნენ.

5 ივლისის  ძაალდობრივი აქციის ერთ-ერთი ორანიზატორი, კონსტანტინე მორგოშია, "პირველებთან" ამბობს, რომ "ძალადობისთვის დაკავებულების აბსოლუტური უმრავლესობა სასჯელს ტყუილად იხდის".

მისი მტკიცებით, რადიკალები ციხეს რამდენიმე თვეში დატოვებენ. 

არც იმ ბიჭებს დავტოვებთ მარტო, ვინც შედარებით დიდხნიან სასჯელზე არიან გაშვებულები"- აცხადებს მორგოშია. 

"ალტ ინფოს" ხელმძღვანელი ამბობს, რომ შს სამინისტროში გამოკითხვაზე არაერთხელ იმყოფებოდა, თუმცა მათი ბრალეულობა არ დადასტურებულა. 

ჩვენ არანაირი გადაცდომა არ გვქონია. არ არსებობს არანაირი დანაშაული. 5 ივლისს არავინ არავის არ აძლევდა დავალებას. ეს დღე ქართველი ხალხის გამარჯვების დღეა. 5 ივლისიდან მოყოლებული მთელი პოლიტიკური ამინდი შეიცვალა"- აღნიშნა კონსტანტინე მორგოშიამ. 

რაც შეეხება აქციის შინაარს, მოძალადეების ლიდერი ამბობს, რომ ისინი დღეს ოჯახის სიწმინდეს აღნიშნავენ.  

აქციაზე საპატრიარქოს წარმომადგენლები, ასევე "ქართული ოცნების" ექსპერტებიც იმყოფებიან. 

მსგავსი სიახლეები