"თქვენს ქვეყანაში მედიის ხელმძღვანელობა ინდულგენცია იქნებოდა?"- ზარქუას კითხვა დასავლეთს

17.05.22 13:39
"თქვენს ქვეყანაში მედიის ხელმძღვანელობა ინდულგენცია იქნებოდა?"- ზარქუას კითხვა დასავლეთს

"ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი ირაკლი ზარქუა ნიკა გვარამია ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ, დასავლეთიდან მომდინარე კრიტიკას არ იღებს და ევროპარლამენტს კითხვით მიმართავს. 

მეტიც, დეპუტატი ამბობს, რომ  "არაერთი მაგალითია მსგავსი მათ შორის, ევროპაში, აშშ- ში": 

მე მივმართავ ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივარს, მათ შორის, ევროპარლამენტარებს, სენატის წარმომადგენლებს, ყველას, თქვენს ქვეყანაში ანალოგიური დანაშაული რომ ჩაედინა ვინმეს, იქნებოდა თუ არა ინდულგენცია, რომ ის არის მედიის ხელმძღვანელი, 

არაერთი მაგალითია მსგავსი მათ შორის, ევროპაში, აშშ- ში, გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა მედიაზე?! "- აცხადებს დეპუტატი. 

მსგავსი სიახლეები