ბათუმში 35 წლამდე ქალი ყოფილმა ქმარმა დაჭრა
ყოფილი ქმრის სასტიკი შურისძიება ბათუმში? - რამდენიმე საათის წინ, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე 35 წლამდე ქალი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ქალს დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ქალს, რომელმაც შვილი ბაღში დატოვა, ახალგაზრდა კაცი ქუჩაში ჩაუსაფრდა და თავს დაესხა.
ინფორმაცია თავდაპირველად TV25.GE-მ გაავრცელა. გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ სავარაუდო დამნაშავე გაქცევას ცდილობდა.
"გაქცევა უნდოდა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ავიდა, მძღოლი მიხვდა, რომ გარბოდა და არ დაძრა ავტომობილი", - ამბობს მოქალაქე.
მომხდარ ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი უკვე დააკავა - გამოძიება კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.