სახეზე გვაქვს კონკრეტული დანაშაული, კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანი ვართ - კალაძე გვარამიაზე
კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანი ვართ - დედაქალაქის მერი, კახა კალაძე "მთავარი არხის" ხელმძღვანელის დაკავებას ეხმაურება. "ქართული ოცნების" ლიდერი პოლიტიკურ ინტერესსს გამორიცხავს და ამტკიცებს, რომ მედიამენეჯერის დაკავება საერთაშორისო საპარეზზე ქვეყნის იმიჯს არ დააზიანებს.
„კონკრეტულ ფაქტზე არის საუბარი, რა შუაშია დაზიანება?!" - განაცხადა კალაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
მისივე განცხადებით, "კანონზე მაღლა ვერავინ და ვერაფერი დადგება".
როდესაც დანაშაულს ჩადიხარ, ვერც პოლიტიკოსის სტატუსი, ვერც მედიაში მუშაობის სტატუსი, რა თქმა უნდა, ვერ შეაჩერებს იმ სამართლებრივ მოქმედებებს, რაც საჭიროა დანაშაულის ჩადენის შემდეგ. სახეზე გვაქვს კონკრეტული დანაშაული, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა და ბატონ ნიკა გვარამიას სასჯელი მიესაჯა" - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
"მიუხედავად იმისა, რომ თუკი რაიმე ცუდი არსებობს, ამ ადამიანისგან მოდიოდა, მე არ მიხარია არავის დაჭერა"- უთხრა მედიას მან.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განადგურებით იმუქრებოდა, ძალიან ბევრი სიძულვილის ენა, ბოროტება, თუკი რაიმე ცუდი არსებობს, ამ ადამიანისგან მოდიოდა, რა თქმა უნდა, მე არ მიხარია არავის დაჭერა და დაკავება, - აცხადებს დედაქალაქის მერი.