პოლონეთი შეშფოთებულია ნიკა გვარამიას დაკავების გამო
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, "მთავარი არხის" ხელმძღვანელის დაკავებამ 'შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს როგორც კანონის უზენაესობის აღქმაზე, ასევე მედიის თავისუფლებაზე საქართველოში"
"პოლონეთი შეშფოთებულია ოპოზიციური ტელეკომპანია მთავარი არხის გენერალური დირექტორისა და ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირის, ნიკა გვარამიას დაკავების გამო", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.