გადაწყვეტილება გასაჩივრდება, მოვითხოვთ სრულად გამართლებას - კახა დამენიას ადვოკატი

17.05.22 15:08
გადაწყვეტილება გასაჩივრდება, მოვითხოვთ სრულად გამართლებას - კახა დამენიას ადვოკატი

"რუსთავი-2“-ისთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის,  კახა დამენიას ადვოკატი აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში გასაჩივრდება.

კახაბერ დამენიას შეუფარდეს ჯარიმა 50 ათასი ლარის ოდენობით, ის უდანაშაულოდ ცნეს გაფლანგვაში რისი ბრალდებაც მას ჰქონდა წაყენებული, თუმცა გადმოკვალიფიცირდა ქმედება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე. ბუნებრივია, ამას არ ვეთანხმები შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გავასაჩივროთ სააპელაციო სასამართლოში და მოვითხოვოთ მისი სრულად გამართლება", - თქვა კახა წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ისთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე დამნაშავედ იქნა ცნობილი ტელეკომპანიის ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, თუმცა არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შეფასებას ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში, რის გამოც ბრალდებულის ქმედება დაკვალიფიცირდა სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, ნაცვლად ამავე კოდექსის 182-ე მუხლისა. კახაბერ დამენიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა -  50 000 ლარი. ამავე საქმეზე კი ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

მსგავსი სიახლეები