დარდობს "მთავარზე" და მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დასკვნის დაგვიანებაზე - ხერხეულიძემ ნიკა გვარამია მოინახულა

17.05.22 16:56
დარდობს "მთავარზე" და მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დასკვნის დაგვიანებაზე - ხერხეულიძემ ნიკა გვარამია მოინახულა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ რუსთავის ციხეში  "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მოინახულა. მისი თქმით,ნიკა გვარამია "მთავარი არხის" მდგომარეობასა და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე წუხს.

ნიკა დამხვდა ისეთი, როგორსაც მთელი ცხოვრებაა ვიცნობ, არაფერი შეცვლილი აქ არ ყოფილა, არც განწყობის თვალსაზრისით, გარდა იმისა, რომ დარდობს მეორე ოჯახზე, "მთავარი" ვითარებაზე, იმიტომ, რომ ფიქრობს ახლა ძალიან მძიმე დღეები აქვთ მათ და დარწმუნებულია ყველა პრობლემას ერთად დაძლევენ. ნერვიულობს მიხეილ სააკაშვილის იმ დასკვნაზე, რომელიც იგვიანებს ვივა მედიდან და ფიქრობს, რომ ეს არ არის კარგის მაუწყებელი, ეს არის მისი დარდი, მისი განცდა ამ ეტაპისთვის", - თქვა ეკა ხერხეულიძემ. 

მსგავსი სიახლეები