რეფორმები დემოკრატიზაციის პროცესში და კანონის უზენაესობა საჭიროა ისე, როგორც არასდროს - მიშელი ღარიბაშვილს
ირაკლი ღარიბაშვილის მძიმე შეხვედრები ბრიუსელში - ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესისა და კანონის უზენაესობის რეფორმების საჭიროებას ისე, როგორც არასდროს.
ირაკლი ღარიბაშვილთან განვიხილე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ევროკავშირი მზად არის, კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან. ხაზი გაესვა, რომ რეფორმები დემოკრატიზაციის პროცესში და კანონის უზენაესობა საჭიროა ისე, როგორც არასდროს". - წერს მიშელი "ტვიტერზე".