საქართველოში დემოკრატიის კუთხით დიდი გამოწვევებია, ეს ყველა შეხვედრაზე აღინიშნა - გახარიას გუნდი ბრიუსელშია
გახარიას გუნდი ბრიუსელშია, ექსპრემიერი თანაპარტიელებთან ერთად ცდილობს სტრატეგიული მოკავშირეები დაარწმუნოს, რომ ქვეყანა ევროკავშირში წევრობის სტატუსს იმსახურებს.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა "ტვ პირველს" უთხრა, ყველა შეხვედრაზე დემოკრატიის კუთხვით არსებულ შეფერხებებს ხაზი გაესვა.
სამწუხაროა, ის რომ თითქიმის ყველა შეხვედრაზე აღინიშნა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის დემოკრატიზაციის კუთხით ძალიან დიდი გამოწვევები და რეფორმების შეფერხებები. ხაზს ვუსვამ, საუბარია, ბოლო ერთი წლის მანძილზე ქვეყანაში გაჩერებულ რეფორმებზე და შეფერხებაზე დემოკრატიული განვითარების მიმართულებით. ჩვენი გუნდი ცდილობს, დაარწმუნოს სტრატეგიული მოკავშირეები, რომ მიუხედავად ყველაფერისა, დიახ, საქართველო ნამდილად იმსახურებს კანდიდატის სტატუსი" - აცხადებს ბუჩუკური.