გვარამიას აქ ყოფნა არის სირცხვილი და პოლიტიკური მართლმსაჯულება - არმაზ ახვლედიანი რუსთავის ციხეში მივიდა

18.05.22 11:41
გვარამიას აქ ყოფნა არის სირცხვილი და პოლიტიკური მართლმსაჯულება -  არმაზ ახვლედიანი რუსთავის ციხეში მივიდა

"მთავარი არხის" დამფუძნებელს, ნიკა გვარმიას დღეს რუსთავის დაწესებულებაში ადვოკატები და პოლიტიკოსები შეხვდებიან. გვარამიასთან შესახვედრად რუსთავის მე-12 ციხესთან მივიდა არმაზ ახვლედიანი.

ყველაფერი არის მარტივი, გასაგები, საუბედუროდ. ნეტავ რთულად იყოს საქმე, ნეტავ რამეს ვერ ვხვდებოდე და კიდევ კითხვა მქონდეს,  მე კითხვა არ მაქვს იმიტომ, რომ ჩემთვსი ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება. მნიშვნელობა არ აქვს ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო დაბოღმილია გვარამიაზე ვერ იტანს გვარამიას? საქართველოს რატომ ვერ იტანთ? ეს სმაართლის უზენაესობას ეხება, გუშინდელი არ მოგწონდათ? დღეს რატომ იმეორებთ ამას? რატომ აფერხებთ  საქართველოს განვითარებას? აქ გვარამიას საკითხი კი არ დგას, საქმე ეხება რომ საქართველო ან შეძლებს ამ წუმპედან ამოსვლას ან ვიქნებით, მე ამას ვერ შევეგუები დღეს გვარამიას აქ ყოფნა არის სირცხვილი, დანაშაულიც და პოლიტიკური მართლმსაჯულებაც", - თქვა არმაზ ახვლედიანმა ციხეში შესვლამდე. 

 

მსგავსი სიახლეები