რისი ნახვაც გვინდა, საქართველოში ეს მოიცავს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ასევე კანონის უზენაესობას - ნედ პრაისი

18.05.22 12:41
რისი ნახვაც გვინდა, საქართველოში ეს მოიცავს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ასევე კანონის უზენაესობას - ნედ პრაისი

"გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან პარტნიორობას დემოკრატიული, წარმატებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკურ მომავალზე ორიენტირებულ მისწრაფებებში"- ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა. 

ჩვენ საკმაოდ მკაფიო და გულახდილები ვართ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან დემოკრატიის საყრდენების გაძლიერების განგრძობად საჭიროებასთან დაკავშირებით საუბრისას. 

რისი ნახვაც გვინდა, საქართველოში ეს მოიცავს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ასევე კანონის უზენაესობას. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან პარტნიორობას, დემოკრატიული, წარმატებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკურ მომავალზე ორიენტირებულ მისწრაფებებში .

რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, თქვენ ჩვენგან გამუდმებით გესმით საუბარი,  თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიის აუცილებლობაზე მთელი მსოფლიოში.

გასულ წლებში უამრავი ჟურნალისტი გახდა დაშინებისა და ჩაგვრის მსხვერპლი. მათი ჯუშაობა ჩაახშეს და უამრავი მათგანი ტრაგიკულად იქნა მოკლული.  ჩვენ გავაგრძელებთ მტკიცედ დგომას დამოუკიდებელი მედიის გვერდით, იქნება ეს საქართველოში თუ სხვაგან"- განაცხადა ნედ პრაისმა. 

მსგავსი სიახლეები