ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ღარიბაშვილთან შეხვედრა გააუქმა
ბრიუსელში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ნატო-ს გენერალურ მდივანი აღარ შეხვდება. ინფორმაცია ამის შესახებ ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. შეხვედრა დაანონებული იყო, თუმცა მოულოდნელად დაწერეს, რომ ის გაუქმდა. ალიანსის ვებ გვერდზე მიზეზები განმარტებული არ არის.
ნატო-ს გენერალური მდივანი დღეს დილიდან ფინეთისა და შვედეთის ელჩებს შეხვდა და მათგან ნატოში გაწევრიანების განაცხადიც მიიღო."პირველები" საქართველოს ადმინისტრაციისგან ამ დრომდე ცდილობს, მიიღოს განმარტება, ვისი იციანიტივით და რატომ გაუქმდა შეხვედრა საქართველოს პრემიერთან.
"ქართულ ოცნებაში" ვერ ამბობენ მიზეზს, რატომ გაუქმდა დაგეგმილი შეხვედრა. მმართველი პარტიის დეპუტატები ჟურნალისტებს ურჩევენ, მიზეზებით არ დაინტერესდნენ და პოზიტიურ ამბებზე კონცენტრირდნენ.
თქვენ თუ შეგიძლიათ, რომ ერთი პოზიტიური ინფორმაცია მაინც მიაწოდოთ საზოგადოებას ჩვენი ნატო-ში, თუ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. თქვენი ყურადღების ცენტრში უნდა იყოს, რა თქმა უნდა, პრემიერის ვიზიტი ევროკავშირში და ნატოში, მაგრამ ის დეტალები, რომელიც დღის წესრიგში არსებობს და პროტოკოლის მიხედვით მიმდინარეობს, ეს არის მათი შიდა საკითხი. კითხვა შეიძლება, თქვენ გაგიჩნდეთ, მაგრამ ადრესატი სწორად უნდა მოძებნოთ", - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
ბატონი პრემიერი რომ ჩამობრძანდება, თვითონ გააკეთებს განცხადებას ყველა იმ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებთან დაკავშირებით სხვათაშორის, სადაც, მათ შორის ,ნატოს წარმომადგენლებთან იყო შეხვედრა, თუ არ ვცდები, ივნისის თვეში იგეგმება ნატოს შეხვედრა გაფართოებული შეხვედრა, სადაც საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, მიწვეულია. საკმაოდ კარგი ინიციატივებია", - ამბობს ირაკლი ზარქუა.