თუ ევროკავშირისგან მართვის მოწმობა ვერ მივიღეთ, ეს თავიდან ბოლომდე საქართველოს ხელისუფლების ბრალი იქნება - ეკა გიგაური
"თუ საბოლოოდ, ევროკავშირიდან ისეთ პასუხს არ მივიღებთ, რომლისკენაც მიიღწვის ქართული საზოგადოება და მოსახლეობა, ეს იქნება თავიდან ბოლომდე საქართველოს ხელისუფლების ბრალი" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა განაცხადა.
გიგაური შარლ მიშელის მიერ გაკეთებულ განცხადებას "ტვ პირველთან" აფასებს და ამბობს, რომ ევროკავშირი გამოცდების შემდეგ იძლევა მართვის მოწობას:
ისინი წლებია გველაპარაკებიან, რა უნდა შევცვალოთ ამ ქვეყანაში და ეს ყველაფერი ასახულია, ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტში. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს საარჩევნო სისტემა, დამოუკიდებელი სასამართლო, ჩვენი პროკურატურა უნდა იყოს დამოუკიდებელი. ჩვენი ევროპელი პარტნიორები ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ცდილობენ, რომ საქართველო არ დაკარგონ და მეორეს მხრივ ისინი გვეუბნებიან, რომ ჯერ ჩააბარეთ გამოცდა და შემდეგ მოგცემთ მართვის მოწობას"- განაცხადა გიგაურმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო დემოკრატიზაციის პროცესისა და კანონის უზენაესობის რეფორმების საჭიროებს ისე, როგორც არასდროს.