სუსიდან გამოჟონილი ფაილები - "ველოდებით განსასჯელის სკამზე იმ ადამინების ხილვას, ვინც ეს უკანონობა დააკანონა ამ ქვეყანაში"

18.05.22 13:57
სუსიდან გამოჟონილი ფაილები - "ველოდებით განსასჯელის სკამზე იმ ადამინების ხილვას, ვინც ეს უკანონობა დააკანონა ამ ქვეყანაში"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან  გამოჟონილი ფაილების სკანდალურ საქმე - ჟურნალისტები და მესამე სექტორის წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ, რომ საგამოძიებო უწყებს ამ დრომდე არ გაუცია კითხვაზე პასუხი, ვისი დავალებით უსმენდნენ და იღებდნენ  სუს-ის აგენტები ასობით მღვდელს, მონაზონსა და ჟურნალისტს. 

ირკვევა, რომ არცერთი ჟურნალისტი და სასულიერო პირი, ვისაც წლების განმავლობაში სუს-ი უკანონოდ უსმენდა, დაზარალებულის სტატუსით არ სარგებლობს. შორის ეს სტატუსი არ აქვთ "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსს,  ნოდარ მელაძეს და ჟურნალისტს თამთა დოლენჯაშვილს. ცნობილია, რომ მათ საუბარსაც სუს-ი იწერდა და აარქივებდა. 

ნოდარ მელაძე ამბობს, რომ იქამდე არ გაჩერდებიან, ვიდრე განსასჯელის საკამზე არ აღმოჩნდებიან ის ადამიანები, ვინც უკანონობა ჩაიდინა.

ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელია ფაქტი, რომ საქართველოს პროკურატურა, რამდენიმე თვიანი გამოძიების ეტაპზე, იმ ადამიანებს, რომლებსაც უკანონოდ გვისმენდნენ, არ გვეუბნება, რა ეტაპზეა გამოძიება და არ გვანიჭებს დაზარალებულის სტატუსს. ეს საქმე ასე ვერ ჩაივლის, თითქოს დრო გავიდა, ჩვენ გადაგვავიწყდა და ამ უკიდურესად მძიმე რეალობის შესახებ არ მოვითხოვთ პასუხებს იმ ადამიანებისგან, ვინც უკანონოდ ახდენდა ჩვენს მოსმენას. 

მოვთხოვთ პასუხებს პირველ რიგში პროკურატურას, იმედი მაქვს, რომ საქართველოს პროკურორს ეყოფა გამბედაობა, შეხვდეს ადამიანებს და თავად გვითხრას, რა ეტაპზეა ახლა გამოძიება. 

ველოდებით თქვენგან გამოძიების შედეგებს და ველოდებით განსასჯელის სკამზე იმ ადამიანების ხილვას, ვინც ეს უკანონობა დააკანონა ამ ქვეყანაში"- განაცხადა ნოდარ მელაძემ. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები