დატოვეთ პარლამენტი და ხელი მოაწერეთ ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნას - შალვა ნათელაშვილი ოპოზიციას მიმართავს
დატოვეთ პარლამენტი და ხელი მოაწერეთ ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნას - ,,ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი კოლეგა ოპოზიციონერებს ხელისუფლების შესაცვლელად გაერთიანებისკენ მოუწოდებს და გარკვეულ პირობას უყენებს.
შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ პარლამენტის დატოვების შემდეგ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსები ვადამდელი არჩევნებისთვის უნდა მოემზადონ და ახალ საარჩევნო კოდექსზე უნდა იმუშავონ.
ოპოზიციური პარტიები პარლამენტში რომ არ შესულიყვნენ, ეს მთავრობა დამთავრდებოდა. დღეს, როდესაც აქეთ გადარჩენილი რეჟიმი შეტევაზე გადმოვიდა, ოპოზიციური კოლეგებიდან, საზოგადოებიდან, ისმის ხმები, მოთხოვნა, თხოვნა, რომ კვლავ გავერთიანდეთ და ერთად დავდგეთ.
,,ლეიბორისტული პარტია" ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მომენტში ყოველთვის მიდიოდა ერთად დგომის ფორმატში იმის მიუხედავად, რომ ხშირად ამის გამო ზარალდებოდა.
რა თქმა უნდა, იგივე მოსაზრებაზე ვართ, მაგრამ ამისათვის საჭიროა 3 რამ:
პირველი- ყველა ოპოზიციონერმა დაწეროს განცხადება და შეიწყვიტოს პარლამენტის წევრობა;
მეორე - ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ხელის მოაწეროს მიმართვას ბიძინა ივანიშვილისა და მისი ქონების დასანქცირებაზე;
მესამე - შეიქმნას პარლამენტის გარეთ საკონსულტაციო პარლამენტი ამ პარტიებისა და დეპუტატებისაგან, რომლებიც მოამზადებენ გარდაუვალ ახალ არჩევნებს და საარჩევნო კანონმდებლობის ძირითად პარამეტრებს. - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.