"ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ სტოლტენბერგი ღარიბაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეხვდა

18.05.22 14:52
"ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ სტოლტენბერგი ღარიბაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეხვდა

"ქართული ოცნების" წევრები ამტკიცებენ, რომ იენს სტოლტენბერგმა ღარიბაშვილთან შეხვედრა ჯანმღტელობის მდგომარეობის გამო გააუქმა. თუმცა ოფიციალურ განმარტებას ამის შესახებ ღარიბაშვილის ადმინისტრაცია არ აკეთებს. 

ბატონ სტოლტენბერგს ჰქონდა კორონავირუსი, დღეს იყო მისი პირველი სამუშაო დღე, ვინაიდან შვედეთის და ფინეთის საკითხი არის აქტუალური, როგორც ჩანს ამ შეხვედრას ვერ გადადდებდნენ, ამ შეხვედრას დაესწრო და ყველა სხვა მისი შეხვედრა გაუქმდა დღეს, რაც იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოწვეული.ეს არის ერთადერთი სწორი პასუხი", - ამბობს ბექა დავითულიანი. 

ჩვენი ინფორმაციით, რაც მე მივიღე ჩვენი ელჩისგან ეს შეხვედრა გაუქმდა იმის გამო, რომ  თვითონ ბატონი სტოლტენბერგი შეუძლოდ გახდა ფინეთის და შვედეთის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, თქვენ იცით რომ მა სკოვიდი ჰქონდა და შეხვედრაზე შეუძლოდ აგხდა ამიტომ და მოუწია შეხვედრის გადადება", - ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილსა და ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შორის დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა. ინფორმაცია ამის შესახებ ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა. 

მსგავსი სიახლეები