ოკუპანტებმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვიეს - "პირველების" კამერამ მერეთთან რუსული სამხედრო თვითმფრინავი დააფიქსირა

18.05.22 14:59
ოკუპანტებმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვიეს - "პირველების" კამერამ მერეთთან რუსული სამხედრო თვითმფრინავი დააფიქსირა

რუსული ავიაცია არაოკუპირებული სოფლების თავზე - "პირველების" კამერამ სოფელ მერეთთან რუსული სამხედრო თვითმფრინავი დააფიქსირა.

ოკუპანტებმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვიეს.

რუსულმა ვერტმფრენმა შიდა ქართლის სოფლებს რამდენიმე წუთის წინ გადაუფრინა. ამის პარალელურად ოკუპანტების ცოცხალი ძალა დღეს დილიდან  გამყოფ ხაზთანაც გამოჩდნენ.

სოფელ ზარდიაანთკარის მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები  დღეს მთელი დღის განმავლობაში ე.წ. საზღვრის გავლების სამუშაოებს ასრულებენ.

 

 

 

მსგავსი სიახლეები