"ვივა მედი" არის იუსტიციის სამინისტროს კონტრაქტორი და დამოუკიდებლობის ხარისხი ვერ იქნება დამაკმაყოფილებელი - ჯიშკარიანი

18.05.22 15:35
"ვივა მედი" არის იუსტიციის სამინისტროს კონტრაქტორი  და დამოუკიდებლობის ხარისხი  ვერ იქნება დამაკმაყოფილებელი - ჯიშკარიანი

მიხეილ სააკაშვილი უკვე 6 დღეა "ვივა მედის" კლინიკაში იმყოფება, თუმცა სამედიცინო გამოკვლევები დასრულებული არ არის. კლინიკა ექსპრეზიდენტის დიაგნოზის გასაჯაროებაზე ისევ უარს ამბობს. მარიამ ჯიშკარიანი კლინიკა "ვივა მედს" არ ენდობა და ამბობს, რომ სამედიცინო დაწესებულება იუსტიციის სამინისტროს კონტრაქტორია.

ცნობილია, მხოლოდ ის, რომ პაციენტის მდგომარეობა არ შეცვლილა, მესამე პრეზიდენტი ისევ ვერ იღებს საკვებს და უჭირს გადაადგილება.

"ვივა მედი" არის იუსტიციის სამინისტროს კონტრაქტორი კლინიკა და დამოუკიდებლობის ხარისხი ამ კლინიკაში სამწუხაროდ, ვერ იქნება დამაკმაყოფილებელი. ამაზე მეტყველებს სწორედ ის, რომ ექვსი დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა სადიაგნოსტიკო კვლევების ჩატარება და არანაირი პროგრესი მის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არ არის.  

გამოსავალი პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე არის მისი საზღვარგარეთ გადაყვანა მულტიპრფილურ ცენტრში, სადაც მოხდება ადეკვატური დიაგნოსტიკა, მკურნალობა", - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი. 

მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში მისმა ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა მოინახულა, თუმცა მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.  

 

მსგავსი სიახლეები