ბათუმის საქალაქო სასამართლოში 6 მაისის საპროტესტო აქციაზე დაკავებულების პროცესი გადაიდო.

18.05.22 15:48
ბათუმის საქალაქო სასამართლოში 6 მაისის საპროტესტო აქციაზე დაკავებულების პროცესი გადაიდო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 6 მაისის საპროტესტო აქციაზე დაკავებულების პროცესი გადაიდო. მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის განმარტებით,  მიზეზი ის ფაქტია, რომ მტკიცებულების სახით პოლიციის სამხრეების ყველა ვიდეოკადრის ამოღება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა.

6 მაისის აქციაზე კადრების გადაღებისთვის, კითხვის დასმისთვის, ტროტუარზე დგომისა და პუტინის გინებისთვის სამოქალაქო აქტივისტებიდან ზოგს ციხე ემუქრება, ზოგს კი ჯარიმა.

პოლიციამ აქციაზე სულ 24 ადამიანი დააკავა. მათგან ერთს, მინდია ცინცაძეს, უკვე მიუსაჯეს 2500 ლარიანი ჯარიმა. ,,ტვ პირველის" ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როცა მას პირდაპირი ეთერის რეჟიმი ჰქონდა ჩართული და აქციის მონაწილეებს მოუწოდებდა, არ დაერღვიათ საზოგადოებრივი რეჟიმი. ამის შესაბამისი ვიდეომტკიცებულება არსებობს. 

დაკავებულთა შორის არიან ისეთებიც, ვინც რუსეთის პრეზიდენტის გინებისთვის დააპატიმრეს. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები