არავინ არ შეგხვდება, როდესაც შემჩნეული ხარ რუსეთთან თანამშრომლობაში - ცისკარიშვილი ჩაშლილ შეხვედრაზე

18.05.22 15:11
არავინ არ შეგხვდება, როდესაც შემჩნეული ხარ რუსეთთან თანამშრომლობაში - ცისკარიშვილი ჩაშლილ შეხვედრაზე

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ იენს სტოლტენბერგმა ირაკლი ღარიბაშვილთან პირისპირ შეხვედრაზე უარი თქვა და ამის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ყოფილა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ ჩაშლილი შეხვედრის მიზეზი  "ქართული ოცნების" რუსეთთან თანამშრომლობაა. 

მანამდე ჰქონდა შეხვედრა ელჩებთან, შვედეთის და ფინეთის,სატელევიზიო, მედიაკომუნიკაციაც დაამყარა. უბრალოდ ღარიბაშვილთან არშეხვედრა არის ძალიან მკაფიო გზავნილი ორი მიმართულებით, ამ ორგანიზაციაში პოლიტიკურადაც მზად უნდა იყო შესასვლელად, არამხოლოდ სამხედრო თავლსაზრისით. შენ აქ თუ ბელორუსის და ჩრდილოეთ კორეის მოწყობა გინდა და პოლიტპატიმრებით გადაავსე ციხეები, ცხადია, რომ არავინ არ შეგხვდება და როდესაც შემჩნეული ხარ რუსეთთან თანამშრომლობაში, შენ უბრალოდ არ გენდობიან", - ამბობს პეტრე ცისკარშვილი. 

მსგავსი სიახლეები