იმედი მაქვს, მკაცრად მოიკითხავენ იმ მილიარდებს, რასაც დასავლეთი ქართველი ხალხის დასახმარებლად აგზავნის - დავით ჭიჭინაძე

18.05.22 16:01
იმედი მაქვს, მკაცრად მოიკითხავენ იმ მილიარდებს, რასაც დასავლეთი ქართველი ხალხის დასახმარებლად აგზავნის - დავით ჭიჭინაძე

საქართველო ,,ოცნებითვის" მხოლოდ ნადავლია და თუ დასავლეთი ელოდება, რომ ხელისუფლებაში კეთილშობილება გაიღვიძებს,  არ მოხდება- ამის შესახებ ,,ტრიბუნას" ლიდერის, დავით ჭიჭინაძის, წერილშია ნათქვამი. 

დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ბოლო დროინდელი მოვლენები, მათ შორის, ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელის დაკავება მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ემსახურება.

ოპოზიციონერი ლიდერი მოუწოდებს სტრატეგიულ პარტნიორებს, მკაცრად გააკონტროლონ ის მილიარდები, რაც ქართველი ხალხის დასახმარებლად იგზავნება.

თუ დასავლეთი ჯერ კიდევ ელოდება, რომ კობახიძე -ივანიშვილის "ოცნებაში" კეთილშობილება გაიღვიძებს, გამორიცხულია, ეს არ მოხდება.
საქართველო "ქართული ოცნებისთვის" მხოლოდ ნადავლია და იმიტომ.
ხელისუფლებაშიც ხომ მხოლოდ იმიტომ მოვიდნენ, რომ  ქვეყანა ძარცვონ და დაინაწილონ და იმდენად მეტი არაფერი აინტერესებთ, ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელი პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის დღეს დააკავეს.
 თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ არც ისე შორსაა სანქციები.
რადგან ის მოვლენები, რაც დღეს საქართველოში ვითარდება, მხოლოდ  ჩრდილოელი მეზობლისადმი ერთგულებას ამტკიცებს.
ასევე დიდი იმედი მაქვს, მკაცრად  მოიკითხავენ იმ მილიარდებსაც, რასაც დასავლეთი ქართველი ხალხის დასახმარებლად გზავნის და ესენი ასე წარმატებულად იტაცებენ
- აცხადებს დავით ჭიჭინაძე.


 

მსგავსი სიახლეები