რუსეთი არ მიილტვის იქითკენ, რომ სამხრეთ ოსეთი შემოიერთოს - დიმიტრი პესკოვი

18.05.22 18:01
რუსეთი არ მიილტვის იქითკენ, რომ სამხრეთ ოსეთი შემოიერთოს - დიმიტრი პესკოვი

სამხრეთ ოსეთში ჩატარებული რეფერენდუმი, რომელიც რუსეთთან შეერთებას შეეხება, ასახავს მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის განწყობას, თუმცა მოსკოვი ამ საკითხის შესახებ რაიმე აქტივობას არ გეგმავს- ამის შესახებ კრემლის პრეს-სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, განაცხადა. 

როგორც ჩვენ გავაანალიზეთ, ეს რეფერენდუმი ასახავს რესპუბლიკის მოსახლეობის განწყობას და აგრეთვე, ურთიერთობას ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და უკვე ყოფილ პრეზიდენტს შორის.

მოსკოვი ამ კუთხით რაიმე აქტივობას არ გემავს.

რაც შეეხება კითხვას, მიზანშეწონილია თუ არა აღნიშნული რეფერენდუმის ჩატარება,  ეს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისა და მათი ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია - განაცხადა პესკოვმა.

სამხრეთ ოსეთის მოქმედი პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის, გადაწყვეტილებით, 17 ივლისს იგეგმება რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება.

მსგავსი სიახლეები